ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს
2 ოქტომბერი 2026
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მიმდინარე პროექტების განხორციელების პროცესზე, სამუშაოების შემდგომ ეტაპებზე, ახალი პროექტების მომზადებასა და იმ საკითხებზე, რომელთა დროული გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია დაგეგმილი სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის. ყურადღება გამახვილდა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის კოორდინაციაზე და რეგიონის ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესაბამისად სამომავლო პრიორიტეტებზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.
შეხვედრას აჭარისავტონომიურირესპუბლიკისფინანსთადაეკონომიკისმინისტრიედნარნატარიძე, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში ესწრებოდნენ. სამინისტროს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილე შოთა ანდრიაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები - დავით გეწაძე და გიორგი გრიგალავა.